MBRC შესახებ

Ჩვენს შესახებ

MBRC  არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტი-პროფილური მოლეკულური დიაგნოსტიკის კვლევითი ცენტრი. ლაბორატორია, რომელიც უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ამჟამად დიაგნოსტიკური სერვისებით ემსახურება  საქართველოს მოქალაქეებს ონკოლოგიური და სხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში.

მოლეკულური ტესტირება დღეისთვის უკვე წარმოადგენს შეუცვლელ და კრიტიკულ კომპონენტს მრავალი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკისათვის,სუბტიპირებისა და სტრატიფიკაციისათვის, პროგნოზისა და პრედიქტორული ინფორმაციისათვის. მაგალითად, რიგი ონკოლოგიური დაავადებებისათვის სავალდებულოა ფარმაკოლოგიური პრეპარატების შერჩევა მოლეკულური მარკერების ტესტების საფუძველზე.

Ჩვენი მისია

ლაბორატორიის მისიაა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შექმნას მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, რაც განაპირობებს გენეტიკური დაავადებების სწრაფი მოლეკულური დიაგნოსტიკის შესაძლებლობას.

ჩვენ მივისწრაფვით ისეთი გარემოს შექმნისკენ, სადაც ონკოლოგია პაციენტებისთვის ბარიერი აღარ იქნება. ექიმებთან ერთად ჩვენ ვიკვლევთ ადამიანების ჯანმრთელობას, რათა შევცვალოთ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოინფორმატიკის დარგებში საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექიმებს, მკვლევარებსა და გენეტიკოსებს.

ჩვენი გუნდი